უკრაინის ათ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

განგაში უკრაინაში

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაში ქვეყნის ათ რეგიონში გამოცხადდა.

ამასთან, კიევის გარეუბანში საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონის დასახლებულ პუნქტებს არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 90-ზე მეტი საავიაციო შეტევა განახორციელა და 25-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის არმიამ ბოლო ერთ დღეში რუსეთის არმიის 18 შეტევა მოიგერია. როგორ უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რუსეთი უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულ დაკავებაზე ახდენს სამხედრო კონცენტრაციას.