პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი იმერეთის რეგიონიდან დღეს გაიგზავნა.
რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება განხორციელდა. უკრაინის მოსახლეობისთვის დახმარების აქცია მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.
„დღეს იმერეთიდან უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი იგზავნება. ეს არის დაახლოებით 40 ტონა ტვირთი. მეორე ეტაპზე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნახევარი მილიონი ლარით შევიძენთ მედიკამენტებს და საველე ჰოსპიტლის აღჭურვილობას, რომელიც ახლა ძალიან სჭირდებათ უკრაინაში.
საქართველო დგას უკრაინის გვერდით და მხარს უჭერს მას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, უწევდა პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.
უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში იმართება, მასში აქტიურად არიან ჩართულები როგორც საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორი და მოსახლეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.