პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ხუთი საწყობის განადგურება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ასევე განადგურებულია საბორნე გადასასვლელი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი.
„განადგურებულია 102 რუსი ჯარისკაცი, ექვსი ტანკი, ჰაუბიცა მსტა-ბ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადი, მობილური 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი და რვა ერთეული ჯავშანმანქანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების სულ 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე, საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე და ლოჯისტიკურ საშუალებებზე.
სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი იერში მიიტანეს ცხრა სამეთაურო პუნქტზე, ორ საბორნე გადასასვლელზე და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ორ პუნქტზე.
მათივე ცნობით, გრძელდება ანტონოვსკის, კახოვკისა და დარიევკის ხიდების საცეცხლე კონტროლიც.