უკრაინელებმა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტი დააკავეს - ფოტო

რუსი პილოტი

უკრაინელებმა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტი ჩერნიხოვში დააკავეს, მეორე პილოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსი იუწყება.

„ჩამოგდებული რუსული SU-25 თვითმფრინავის პილოტი ახლახან დააკავეს ჩერნიგოვში. მეორე პილოტი დაიღუპა. დღესვე ჩამოაგდეს მტრის დრონი", - განაცხადა ჩაუსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩერნიგოვის რაიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დამპყრობლების კიდევ ერთი თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ "ჩრდილოეთის" ოპერატიული სარდლობა იტყობინება.

როგორც ადრე უკრაინული მედია იუწყებოდა, 4 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამი რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი.