უკრაინელების დრონი კურსკში FSB-ს შენობას დაესხა თავს - უკრაინის დაზვერვა

დრონი

დღეს, 24 სექტემბერს დილით, უკრაინული მხარის დრონი კურსკში FSB-ს შენობას დაესხა თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.

რუსული მხარე კი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად შენობის "სახურავი ოდნავ დაზიანდა".