"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1778618450
უკრაინაში საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის გამო, 70-მდე პაციენტსა და მედპერსონალს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება. სამხედროებმა ცეცხლი ბალაკლიას რაიონულ საავადმყოფოს გაუხსნეს.
გარდა ამისა, რუსული რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზას მოხვდა, რის გამოც მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ლუგანსკიზე ღამით განხორციელებული იერიშის შემდეგ კი, ოკუპანტებმა 31 შენობა სრულად გაანადგურეს. აქედან 27 საცხოვრებელი კორპუსია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები, ჯერჯერობით, არ არის.
ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში პოლტავაზეც მიიტანეს. დაიბომბა ნავთობის შემნახველი ბაზა და სურსათის საწყობი, ასევე რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი. გრძელდება შეტევა ხარკოვზე, გვიან ღამით ოკუპანტებმა იერიში ორ ქარხანაზე მიიტანეს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.