უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაიღუპა  4 113 მშვიდობიანი მოქალაქე - გაერო

gaero

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაიღუპა  4 113 მშვიდობიანი მოქალაქე და  დაშავდა 4 916-ი ადამიანი.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მონაცემების თანახმად, 4 113 მოკლულიდან 1 550 კაცი, 1 023 ქალი, 95 გოგონა და 100 ბიჭია, ასევე - 69 ბავშვი და კიდევ 1 276 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია; 4 916 დაშავებულიდან 978 კაცი, 658 ქალი, 115 გოგონა და 138 ბიჭია, ასევე 168 ბავშვი და 2 859 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ დადგენილ არაა.

გაეროს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია(2 337 დაღუპული და 2 808 დაშავებული).