უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია სულ მცირე 167 ბავშვი

უკრაინა

 უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია სულ მცირე 167 ბავშვი, ხოლო დაშავდა 279 არასრულწლოვანი.  ინფორმაციას BBC-ი უკრაინის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვია მოკლულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქში. 78 ბავშვია მოკლული კიევის ოლქში, 64 კი – ხარკოვის ოლქში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 927 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა.