VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინაში რუსეთის დანაკარგებმა 200 000-ს გადააჭარბა, მოკლული ან დაჭრილია 1800-ზე მეტი ოფიცერი. ამის შესახებ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა უკვე დაკარგა 2000-ზე მეტი ტანკი და ყოველდღიურად რუსული ჯარი 23000-ზე მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო ახალ რეალობაზე უნდა გადაეწყოს. თუ ვიღაც მოდის ტანკით, მაშინ ტანკი თქვენც უნდა გქონდეთ. თუმცა ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელობა აქვს იარაღის სიზუსტეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავდაცვითი მრეწველობის საწარმოო სიმძლავრე. ომს იგებს ის, ვისი წარმოებაც უფრო სწრაფად მუშაობს“, - განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ.