1728156496
უკრაინაში, ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიითა და დრონებით დაარტყეს, დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლებაც
უკრაინაში ომი 394-ე დღეა მიმდინარეობს. რამდენიმე ოლქში, ღამით, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება.
რუსულმა ძალებმა ასევე ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიითა და დრონებით დაარტყეს, შედეგად დაიჭრა ერთი ასაკოვანი მამაკაცი.
სლოვაკეთმა უკრაინას "მიგ-29"-ის ტიპის ოთხი მოიერიშე თვითმფრინავი გადასცა. სლოვაკეთი საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს ჯამში ცამეტ საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებელს დაჰპირდა.
შვედეთმა კი 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ახალი პაკეტი ლეოპარდ-2 ის ტანკებს, საარტილერიო, სარაკეტო სისტემებს და ტყვია-წამალს მოიცავს.
"ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის უკრაინას ესპანეთიც. დაპირებული ათი ტანკიდან ექვსი კიევს მომდევნო კვირის ბოლომდე გადაეცემა. დამატებით რვა ტანკი, უკრაინას ნორვეგიამ გაუგზავნა .