გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ყირიმისა, საჰაერო განგაშია. როგორც უკრაინული მედია წერს, ბელარუსიდან აფრინდა ოკუპანტების მიგ-31, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტებით - "კინჟალით" არის აღჭუვილი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, არსებობს სარაკეტო თავდასხმის რისკი.
„კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარადგინა თავის გამოსვლაში. მან თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.