66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამხედრო დახმარების დაახლოებით 10% მიიღო,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ახლა ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10% იმისა, რაც უკრაინამ თქვა, რომ გვჭირდება.დღეს უკრაინა იყენებს მთელ თავის ძალას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. შეიარაღების შესაძლებლობები, სამხედრო პერსონალის რაოდენობა რუსეთში ბევრად მეტია. რა ძალისხმევაც არ უნდა გამოიჩინოს უკრაინამ, რაც არ უნდა პროფესიონალური იყოს ჩვენი არმია, პარტნიორების დახმარების გარეშე ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.