„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1714559375
უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურებული იქნება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“, – ამბობს შმიგალი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა კონგრესის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზეც. მისი თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი კენჭისყრის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა შაბათს, 20 აპრილს ჩაატარებს კენჭისყრას უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე, რომელიც ჯამში 61 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.