უკრაინა არასდროს დაუხრის თავს პუტინს, უპრეცედენტო სიმამაცე აჩვენეს - ჯო ბაიდენი

baideni

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია მათი გამბედაობით, პატრიოტიზმითა და შემართებით.

ბაიდენის თქმით, პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის ხელში ჩაგდებას.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა შთააგონა მთელი მსოფლიო. ისინი ძალიან მამაცნი და პატრიოტები არიან, მათ სურთ, რომ იყვნენ თავისუფლები. პუტინის ომს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს უკრაინელ ქალებზე, მამაკაცებზე, ბავშვებზე. უკრაინელი ლიდერები მუდმივად ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას და მოუწოდებენ პუტინს დიპლომატიის გზას მიმართოს, თუმცა ის ამ ნაბიჯს არ დგამს. პუტინის სამიზნე არის საცხოვრებელი შენობები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბრო იმაზე, რომ ბირთვული საფრთხე არსებობს.

2 მილიონი უკრაინელი, დღეის მონაცემებით, არის ლტოლვილი. უკრაინა არასდროს დაუხრის თავს პუტინს. პუტინმა შეიძლება აიღოს რამდენიმე ქალაქი, მაგრამ ის ვერ ჩაიგდებს ხელში უკრაინას. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი - უპრეცედენტო სიმამაცე აჩვენეს. ისინი დაიცავენ თავიანთ თავისუფლებას, დემოკრატიას. ჩვენ კი ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებით მუდმივად გავუწევთ მათ მხარდაჭერას და დახმარებას," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.