უკრაინა არ მისცემს თავის მიწებს ოკუპანტს - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინა არ მისცემს თავის მიწებს ოკუპანტს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცს, ვინც ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან იცავს და ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელიც უკრაინას ეხმარება.

„სწორედ ეს დროშა არის გადარჩენის სიმბოლო ადამიანებისთვის, რომლებსაც რუსეთის ტყვეობიდან ვაბრუნებთ. როდესაც ისინი უკრაინულ დროშას ხედავენ, ხვდებიან, რომ ბოროტება წარსულში დარჩა. ეს დროშაა იმედი და მიზანი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ისინი უფრთხილდებიან მას, რადგანაც იციან, რომ ჩვენ მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ“, - თქვა ზელენსკიმ.