თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს - იენს სტოლტენბერგი

ა ნატო-ს გენერალური მდივანი

თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ კრემლის მიზანია, საკუთარ საზღვრებთან ნაკლები ნატო იხილოს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს. თუ მას სურს, ნატოში განხეთქილება შეიტანოს, ის კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს. ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვუქმნით საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, მაგრამ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა დავიცვათ ყველა ჩვენი მოკავშირე“. - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ამჟამინდელი კრიზისი მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

„საუბარია იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნებს შორის ურთიერთობა. მოსკოვი ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს და ნატოში ახალი წევრების მიღება შეაჩეროს“, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.