"თქვენ იპყრობთ უკრაინას, ჩვენ გიპყრობთ თქვენ" - ლონდონში რუსი ოლიგარქის ვილაში აქტივისტები შეიჭრნენ

property

"თქვენ იპყრობთ უკრაინას, ჩვენ გიპყრობთ თქვენ" - ლონდონში, ადგილობრივმა აქტივისტებმა უკრაინელი დევნილებისთვის გადასაცემად რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას ვილა წაართვეს. 

აქტივისტები, რომლებიც რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვილაში შეიჭრნენ, განაცხადეს, რომ ამიერიდან ვილა "ლტოლვილთა მხარდაჭერის ცენტრი" იქნება და რუს ოკუპანტებთან დაკავშირებულ სხვა საკუთრებებზე "თავდასხმა" ასეთი გზებით მოხდება.

ლონდონში, მიმდინარე წლის 14 მარტს, აქტივისტებმა რუს ოლიგარქს ვილა წაართვეს, რომელიც ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, ის მძიმე სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო. ამ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

განცხადებაში, მცხოვრებლებმა, რომლებიც საკუთარ თავს ანარქისტებს უწოდებდნენ, განაცხადეს:

"ამ სასახლის მიტაცებით, ჩვენ გვინდა, სოლიდარობა როგორც უკრაინელი ხალხის, ისე - რუსების მიმართ გამოვხატოთ, რომლებიც (რუსები) ამ სიგიჟეს არასოდეს დათანხმდა".

"თქვენ იპყრობთ უკრაინას, ჩვენ გიპყრობთ თქვენ", - აღნიშნავენ აქტივისტები. 

გარდა ამისა, აქტივისტებმა შენობის ფანჯრიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს და დაამაგრეს ბანერები წარწერით - „ეს ქონება გათავისუფლდა“, „პუტინო - ჯანდაბაში წადი“ (წერია უკრაინულ ენაზე).

დევნილებმა ასევე განაცხადეს, რომ ვილა "ლტოლვილთა მხარდაჭერის ცენტრი" გახდება და რუს ოკუპანტებთან დაკავშირებული სხვა საკუთრებებიც ანალოგიური "თავდასხმის" ობიექტები იქნება. 

მრავალმილიონიანი ღირებულების ვილა ბელგრავის მოედანზე, უცხოური საელჩოების ახლოს მდებარეობს.