The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

ტრამპი პუტინი

 The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან ბიზნესურთიერთობების შესაძლებლობებზე პოზიცია შეცვალა.

ადრე თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ რუსეთთან ნებისმიერი თანამშრომლობა მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ იყო შესაძლებელი.

ახლა გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს რუსეთთან ენერგეტიკისა და ინვესტიციების სფეროში ბიზნეს გარიგებები უკრაინაში ომის დასრულებამდეც კი გააფორმოს.

მედიის ცნობით, ამით ვაშინგტონს სურს მოსკოვს აჩვენოს, რომ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის.