The Guardian: ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებას დართავს

The Guardian: ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებას დართავს

დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმისი თაობაზე, რომ უკრაინას ნება დართოს Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება, გასაიდუმლოებულად იქნა მიღებული და მისი საჯაროდ გაცხადება არ მოხდება.

The Guardian-ს ერთ-ერთი წყარო უყვება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე კიევში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი არ შედგებოდა.

გარდა ამისა, ბრიტანული მხარე თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადება „საკმაოდ პროვოკაციული იქნებოდა“. აგრეთვე სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინამ ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები გარკვეული შეზღუდვებით გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე, რათა გაუაზრებელ და არასასურველ იერიშებს თავი აარიდოს.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღის გამოყენების საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში 13 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავენ.