1746733863
The Financial Times: აშშ-ს უკრაინასთან მინერალების ახალ შეთანხმებაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩართვაც სურს

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინასთან მინერალების ახალ შეთანხმებაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩართვაც სურს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემასთან საუბრის დროს ორმა უკრაინელმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, ვაშინგტონის მიერ უკრაინის ელექტროსადგურების ეკონომიკური აქტივებით შესაძლო სარგებლობა უფრო ფართო ეკონომიკურ გარიგებაში ჩართვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძვირფასი მინერალების შესახებ შეთანხმებების გაფორმება მთელ მსოფლიოში სურს, თუმცა პრეზიდენტის განმარტებით, ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე უკრაინაა.