66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
სუმის რაიონში, ტროსტიანეცში, რამდენიმე წუთის წინ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია YNIAN-ი Telegram-ზე ავრცელებს.
"ხალხი ქუჩაში ვერ გადის - მათ მაშინვე ცეცხლს უხსნიან. ესვრიან ყველას, ვისაც მობილური ტელეფონი უჭირავს – ორკებს ძალიან ეშინიათ, რომ მათ დანაშაულს ვიდეოზე გადაიღებენ.
სუმის თითქმის მთელი რეგიონი ამ წუთებში დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების ქვეშ არის. სუმი, ლებედინი და ახტირკა ნაწილობრივ ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა, მაგრამ უკრაინელები შეტევის შეკავებას აგრძელებენ.
ამავე გამოცემის ცნობით, კიევში ამ წუთებში საჰაერო იერიშს ელოდებიან, ამიტომ გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.