ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს
1779471556
NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთს, მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტის ალტერნატივა აქვს - თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.
„მე ვიცი რუსეთის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ რუსეთს აქვს ალტერნატივა - NATO-თან თანამშრომლობა.
NATO-ს შეკავება სანდო და ძლიერია. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი და ვიმუშაოთ საუკეთესოსთვის, მაგრამ მზად ვიყოთ უარესისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვისწრაფვოთ უკეთესი ურთიერთობისთვის. ადრეც დავამტკიცეთ, რომ კომპრომისებზე წასვლა და რუსეთთან გადაწყვეტილებების პოვნა შეგვიძლია",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.