დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩას მოვლენები ინსცენირებულია.
მისივე თქმით, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიღწეული გეგმებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ტერიტორია დატოვეს.
„ქალაქ ბუჩაში მორიგი ყალბი თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიღწეული გეგმებისა და შეთანხმებების შესაბამისად ტერიტორია დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ სპექტაკლი დადგეს, რომელსაც ყველა არხით და სოციალური ქსელით ავრცელებენ უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები. 31 მარტს რუსული ჯარის სრულად გამოვიდა. ამავე დროს, 31 მარტს ბუჩას მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იყო და ორი დღის შემდეგ ვნახეთ, როგორ მოეწყო ქუჩაში ის, რასაც ახლა ცდილობენ გამოიყენონ ანტირუსული მიზნებისთვის. რამდენიმე კვირის წინ იყო მცდელობა მარიუპოლის ერთ-ერთ სამშობიაროში შექმნილი ვითარება რუსი სამხედროების დანაშაულად ეჩვენებინათ“, - აცხადებს ლავროვი.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.