Sky News: რუსეთმა და უკრაინამ შესაძლოა აღდგომამდე 500-ზე მეტი ტყვე გაცვალონ

ტყვეები

შაბათს, რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლას არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით განახორციელებენ. გაცვლის ფარგლებში, დაბრუნდება თითქმის 500 რუსი და უკრაინელი ტყვე, ასევე 46 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გაცვლა თითოეული მხრიდან 246 ტყვეს შეეხება.