პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ჰააგის სასამართლო ავრცელებს.
მისივე ცნობით, ხანმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან ერთად კიევში ბავშვთა საავადმყოფო მოინახულა, რომელიც რუსებმა 8 ივლისს დაბომბეს.
„დანაშაულები ჩადენილი ბავშვების წინააღმდეგ და თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღნიშნავენ სასამართლოში.