1792835230
სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას, რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში - ბაიდენი
რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაწერა.
ბაიდენის თქმით, სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას.
„დღეს მე ვიმეორებ, რაც ერთი წლის წინ ვთქვი, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში – დიქტატორი, რომელიც მიისწრაფვის იმპერიის აღდგენისკენ, ვერსადროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს. სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას. რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასდროს“, – წერს ბაიდენი.
ბაიდენის თქმით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია.
„დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც დაბომბვა დაიწყო, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე – უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. რუსეთის მიერ გასულ წელს დაკავებული ტერიტორიის ნახევარზე მეტ ნაწილში, უკრაინული დროშა კვლავ ამაყად აღიმართა“, -აღნიშნავს ბაიდენი.
Today, a year after bombs began to fall, Ukraine is still independent and free.
— President Biden (@POTUS) February 24, 2023
From Kherson to Kharkiv – Ukrainian fighters have reclaimed their land.
And in more than half of the territory Russia held last year, the Ukrainian flag proudly waves once more. pic.twitter.com/6pv7eBL9gj











