რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მანამდე მომღერალმა Twitter-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„ვაპირებ, ჩემს შვილთან წავიდე. მის გარეშე სიცოცხლეს არანაირი აზრი არ აქვს. ყველაფერი, რასაც კი ვეხები, ნადგურდება. მე მხოლოდ მის გამო ვრჩებოდი, ახლა კი ისიც აღარაა".
მოგვიანებით კი დაწერა:
„მაპატიეთ. ეს არ უნდა დამეწერა. ახლა პოლიციელებთან ერთად ვარ, რომელთაც საავადმყოფოში მივყავარ. მაპატიეთ, რომ განერვიულეთ“.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომღერალი შვილის სიკვდილში თავს იდანაშაულებს.