„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სექტემბერში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.
„სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. ეს შედეგი მიღწეულია, რადგან ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.