როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში დრონების გაშვების გამო ჩაირთო.
რუსულმა ძალებმა ღამით ტერნოპილში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, ხანძარი გაუჩნდა შენობის 3 სართულს. ადგილზე სამაშველო და სხვა სპეცსამსახურები მუშაობენ.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსული ჯარები კურსკის ოლქში, ასევე კურახოვესა და ნოვი კომარის მიმართულებით დაწინაურდნენ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 158 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.