„ორი მძარცველი მიქაუტაძეს სახლში ელოდებოდა...“ - რას წერს ფრანგული მედია
1733140371
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უცხოური მედია აქტიურად წერს.
როგორც გავლენიანი სააგენტო Reuters-ი უწყება, "უკვე მეოთხე დღეა საქართველოს დედაქალაქ თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კვირას საღამოს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა.
მედიის ცნობით, 3,7 მილიონიან ქვეყანაში მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს ანტიევროპული და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
Reuters-ი ასევე წერს, რომ ქვეყანაში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე საუბარი დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღო.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, დედაქალაქის ქუჩებში უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ, ბარიკადებს აგებენ და ქუჩებში ცეცხლს ანთებენ. თავის მხრივ, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლს და სპეციალურ აღჭურვილობას უპირისპირებს