რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რაკეტა

რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე, პოლონეთთან საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსი კოზიცკის იუწყება.

მისი თქმით, მომხდარის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლვოვის ცენტრალურ ნაწილში გვიან ღამით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმის შემდეგ აფეთქებების ხმა გაისმა.

ამასთან, CNN-ის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლვოვში აფეთქებ ხმა ქალაქის ცენტრის ჩრდილოეთით გაიგო. აფეთქებების ხმა გაიგეს ქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებითაც.