რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაშავებულია რვა ადამიანი

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაშავებულია რვა ადამიანი

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.

ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებული მცირეწლოვნებიდან ერთ-ერთს დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო მეორე საშუალო სიმძიმის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ნანგრევებში კვლავ იმყოფებიან ადამიანები.