66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო საწარმო „ზარია“ დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
UNIAN-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაზის ტურბინების სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსი „ზარია“ დაბომბეს.
„მომხდარის გარემოებებს ვარკვევთ. ჩვენ თავისუფლება გვაქვს და მისთვის ვიბრძვით, მათ კი მონობა აქვთ. ჩვენ მშობლიურ მიწას დავიცავთ და წინ მაინც წავალთ. ერთად გამარჯვებისთვის!“, - საკუთარ "ტელეგრამ" არხზე განაცხადა კიმმა.