დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსმა დამპყრობლებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გრძელვადიანი არქივი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრიანული მედია წერს.
ამის შესახებ უკრაინის გამორიცხული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ სიროტამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა .
„ეს არის ყველაფერი, რაც დარჩა ჩვენი ჩერნობილის დოკუმენტებიდან და არქივებიდან. რასაც ჩვენ ვაგროვებდით ათწლეულების განმავლობაში, ნაგავში გადაყარეს", - წერს ალექსანდრ სიროტა სოციალურ ქსელში და ფოტოსაც აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ჩერნობილის ზონაში შენობების თითქმის ყველა ოფისი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, გატეხილი და მთლიანად გაძარცვული.
ასევე, რუსებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია გაძარცვეს და გაანადგურეს.
ის იყო უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით და შეეძლო მომსახურების გაწევა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე კვლევისა და ტექნოლოგიების განვითარების ეტაპზე”, - ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.
ჩერნობილის ზონაში ვიზიტი და მასში ყოფნა ახლა უკიდურესად საშიშია, იქ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის შედეგების გამო. არსებობს დიდი რადიაციული რისკები, ფეთქებადი საფრთხეები და ლოგისტიკური დაბრკოლებები.