რუსმა ოკუპანტებმა 12 წლის გოგო გაიტაცეს - UNIAN

12 ელის

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 12 წლის გოგონა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედეა ავრცელებს.

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის პოლიციამ მარიუპოლიდან გოგონას გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ცნობით, ომის დაწყებისას ბავშვი მამასთან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა. 17 მარტს მათ სახლს ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.

გოგონას გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მისმა ბაბუამ შეატყობინა, რომელიც ჩერნივცის ოლქში ცხოვრობს. სწორედ მისი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საოლქო პროკურატურამ ომი კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე.

ТСН-ის ცნობით, გატაცებული ბავშვი წყალბურთის უკრაინელი ჩემპიონის, ევგენი ობედინსკის ქალიშვილია. 12 წლის კირას დედა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ჯერ კიდევ ჩვილი იყო.

გოგონა ამ დროისთვის დონეცკის კალინინის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ბავშვთან დაკავშირება ბაბუამ სკაიპით შეძლო. ის ამბობს, რომ კირა მოწყენილია და მასთან ყოფნა სურს. კაცი შიშობს, რომ შესაძლოა, ოკუპანტებმა გოგონა სხვა ადგილზე გადაიყვანონ ან ბავშვთა სახლში გაგზავნონ.