პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გვიან ღამით, რუსეთის ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები დროებით გამოიყვანეს სახლებიდან.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი შვეულმფრენის საჰაერო თავდასხმა გახდა. უკრაინაში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და არის რუსეთის უახლოესი ქალაქი უკრაინის ქალაქ ხარკოვთან.
ომის დაწყებიდან რუსული არმია განუწყვეტლივ ბომბავს ხარკოვს. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიპიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია.
პესკოვი დარწმუნებულია, რომ ის, რაც მოხდა, „არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კომფორტული პირობების შექმნა“.