რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთი დასახლება დაიკავა

რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთი დასახლება დაიკავა

უკრაინული ანალიტიკური პორტალის DeepState-ის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის დონეცკის ოლქში სტეპანოვკას დასახლება აიღო.

ანალიტიკოსების მონაცემებით, ოკუპანტმა ფრონტზე 4 მიმართულებით წინ წაიწია. უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის წინსვლის შესახებ ცნობებს არ ავრცელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორასზე მეტი შეტაკება მოხდა.

გამოცემა Forbes-ი კი წერს, რომ ფრონტის ხაზზე კრიტიკულ ბრძოლებში უკრაინის არმია სამხედრო ტექნიკის ნაკლებობას განიცდის. უკრაინის შეიარაღებაში არსებული ტექნიკის საუკეთესო ერთეულები კიევმა რუსეთის კურსკის ოლქში გადაიყვანა, მათ შორის ამერიკული წარმოების ტანკები „აბრაამსები“.