რუსეთმა სლავიანსკი დაბომბა

 სლავიანსკი

რუსულმა ძალებმა სლავიანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქზე 9 ავიაბომბი ჩამოაგდეს.

თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.