მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის ოქროს საბადოების ქვეშ მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს
1767980297
რუსეთმა გვიან ღამით კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი განცხადებით, კომბინირებული დარტყმის შედეგად კიევის რამდენიმე რაიონი დაზიანდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.
„ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ. დაშავდა 19 ადამიანი. 14 ადამიანი მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენს დახმარება ადგილზე გაეწია. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მედიკოსია. დაშავდა მედიცინის ოთხი მუშაკი“, - დაწერა კლიჩკომ.
დაბომბვის შედეგად კიევში ელექტროენერგია გაითიშა. როგორც კლიჩკომ აღნიშნა, დაბომბილია კიევის დარნიცის, დესნიანის, დნეპრის და პეჩორის რაიონები.
კიევი იბომბებოდა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით.