რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორ რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი არასაცხოვრებელ შენობებში გაჩნდა, დარნიცკის რაიონში კი კერძო სახლი იწვის.
სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი საწყობებში გაჩნდა. ცეცხლი 1500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძარს მეხანძრე-მაშველები ასევე ორ სხვა საწყობებში ებრძვიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.