გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
მისი თქმით, დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. დაშავდა 30-მდე ადამიანი. საჰაერო თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა. კლიმენკოს განცხადებით, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში კინოლოგები, ფსიქოლოგები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. საერთო ჯამში, კიევში სამაშველო ოპერაციაში 500-მდე მაშველი და ათასამდე პოლიციელია ჩართული.