"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.
მისი განცხადებით, როცა გაფრთხილებაა იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ ჰამასი სწრაფად არ განიარაღდება, ამის მაგივრად კაია კალასი ისრაელს სანქციებით ემუქრება.
„როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი და არაკომპეტენტური ადამიანი, როგორიც კაია კალასია, გახდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში? მაშინ, როცა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აფრთხილებენ, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ ჰამასი სწრაფად არ განიარაღდება, კალასი პირიქით, ის ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.“- დაწერა არმინ ლაშეტმა.
Wie konnte nur eine solch unbedarfte Person wie @kajakallas Hohe Beauftragte der EU für Außenpolitik werden? Während Saudi-Arabien u die Vereinigten Arabischen Emirate dringend warnen, dass der Friedensprozess gefährdet ist, wenn nicht die Hamas schnell entwaffnet wird, droht sie…
— Armin Laschet (@ArminLaschet) October 20, 2025