რუსეთმა ეს უაზრო ომი უნდა დაასრულოს - იენს სტოლტენბერგი

 იენს სტოლტენბერგი

"რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ბოლო წლებში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერება მოხდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ, ასევე, შევიმუშავეთ ახალი სამხედრო გეგმები შეკავებისა და თავდაცვისთვის. ყოველივე ამან საშუალება მისცა ნატოს სწრაფად და გადამწყვეტად ეპასუხა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.