პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1766143428
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ავრცელებს.
მედინსკის განცხადებით, რუსულმა მხარემ უკრაინას 1003 დაღუპული უკრაინელის ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინულმა მხარემ რუსეთს 26 დაღუპული რუსი ჯარისკაცის გვამი დაუბრუნა.
როგორც მედინსკიმ განაცხადა, ცხედრების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება სტამბოლში მიმდინარე წლის ივლისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს მიიღეს.