მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაცია მძღოლებისთვის
1737745344
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს, რომლის თანახმადაც უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გრუშკოს თქმით, ნატოში უკრაინის პოტენციური წევრობა „უკრაინაში მშვიდობისა და ფართო გაგებით უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს ხდის“.
„ეს ჩვენთვის უკრაინის კონფლიქტზე შესაძლო შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. ეს არის ელემენტი, რომელმაც ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას. და ჩვენ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რკინაბეტონის გარანტიების მიღებას შევეცდებით, რაც ნატოში უკრაინის წევრობას შეუძლებელს გახდის“, - თქვა გრუშკომ.
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1737746100
ზოდიაქოს 4 ნიშანს იანვრის ბოლოს გაუმართლებს
1737616287