რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გულწრფელად აღიზიანებს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვისა და მისი ჯარის ქმედებები. ამის შესახებ ინფორმაციას kit, გამოცემა meduza-ს ყოფილ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, თავიდან კრემლს მოეწონა „კადიროველთა“ საქმიანობა უკრაინაში და მან საჯაროდ შეაქო ისინი „გამბედაობისთვის“. თუმცა, ბოლო დროს პუტინი გაღიზიანებული იყო კადიროვისა და მისი ქვედანაყოფების მედია აქტივობით, რაც ნაწილობრივ უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობისა და დამარცხების ზოგადი საინფორმაციო ფონით არის განპირობებული.
რუსეთის სადაზვერვო აგენტები ფიქრობენ, რომ კადიროვი ზედმეტად აღვირახსნილი და აგრესიულია, აღნიშნავს კიტი.
პუტინის უკმაყოფილებას ასევე ხელს უწყობენ რუსული არმიის წარმომადგენლები და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა. რუს სამხედროებს, სავარაუდოდ, აღიზიანებთ, რომ კადიროვის ჯარები ბრძოლაში განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ისინი მედიაში იქმნიდნენ იმიჯს, როგორც უფრო მამაცი და დახელოვნებული მებრძოლები, სხვა დანაყოფებთან შედარებით.
კადიროვს აქვს „საკმარისი დამოუკიდებლობა“ - მას შეუძლია სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს საშუალო დონის ჩინოვნიკებს. ის ვერ ბედავს, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შეეხოს, - ვარაუდობს უსახელო წყარო.
კრემლთან დაახლოებული სხვა წყარო ამბობს, რომ რუსეთის რეჟიმისთვის ეს მდგომარეობა ხელსაყრელია.
„[კადიროვი] „ცუდი ბიჭია“. ოფიციალურ პირებს ყოველთვის შეუძლიათ მიუთითონ, რომ ის თავისთვის საქმიანობს, რომ ეს არის განსაკუთრებული რეგიონი, მაგრამ არა - მთლიანად ქვეყნის პოლიტიკა. თუ კადიროვის პოზიციის ხარისხი ემთხვევა ოფიციალურ პოზიციას, როგორც ეს იყო ომის დასაწყისში - ეს მისთვის პლუსია.
როგორც ცნობილია, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კადიროველებმა დანაშაულები ჩაიდინეს, კაცობრიობის წინააღმდეგ. ამას მოწმობს მსხვერპლთა არაერთი ჩვენება, ასევე სოციალურ ქსელებში თავად ოკუპანტების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები.
დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში „კადიროველების“ დიდი ჯგუფი შევიდა.