1762879000
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი ვლადისლავ გაივანენკო აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა ტექნიკური მომსახურების სადგური და ქარხანა. ადგილზე სამაშელო ოპერაცია გრძელდება.
დილის 10:10 საათზე უკრაინის საჰაერო ძალებმა ტაგანროგიდან (რუსეთი) ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ განაცხადეს და დნეპროპეტროვსკის მცხოვრებლებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.












