რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60 ადამიანი.

რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვზე დარტყმები „ისკანდერის“ რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, უნივერსიტეტის შენობა და ათობით ავტომობილი.