რუსეთი საჰაერო თავდაცვას ზრდის - უკრაინის გენშტაბი

რუსეთი

რუსეთი აგრძელებს დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების შენაერთების შენარჩუნებას ბრიანსკის და კურსკის რეგიონებში. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის შეჯამებაშია აღნიშნული.

გენშტაბის ინფორმაციით, ვოლანისა და პოლისკის მიმართულებით, მტრის პოზიციასა და მოქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. შეინიშნება საჰაერო თავდაცვის სისტემის ზრდა.

„ხარკოვის მიმართულებით მტერი არტილერიიდან ისროდა საკონტაქტო ხაზის გასწვრივ. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დასახლებულ პუნქტებში. კრამატორსკის მიმართულებით აგრესორი არტილეერიდან ბომბავდა კრამატორსკის, სივერსკის და სერებრიანკას.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა ცეცხლი გაუხსნა დასახლებული პუნქტებს. მტერი აგრძელებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ნოვომიხაილიოვკას, კოსტიანტინივკას და შევჩენკოს დასახლებებში“, - ნათქვამია გენშტაბის დილის მოხსენებაში.