1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისგან წერილობითი გარანტიები, რომ „მარცვლეულის დერეფანი“ მოსკოვის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად არ იქნება გამოყენებული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს შესაძლებელი გახდა გაერო-სა და თურქეთის შუამდგომლობით.
„შევძელით, მიგვეღო აუცილებელი წერილობითი გარანტიები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ჰუმანიტარული დერეფნისა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად უკრაინის პორტების გამოუყენებლობის შესახებ. რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისია და განვაახლებთ შეთანხმების შესრულებას“, – აცხადებენ სამინისტროში.